მორიგი სატყუარა “გარეჯი საქართველოა!”-ს შემქმნელებისგან – გია ხუხაშვილი პრემიერის განცხადებაზე

340
წაკითხვა/ნახვა

“აფხაზეთთან მიმართებაში რეალურად არც არაფერი ხდება. ეს ვიღაც ვირეშმაკმა მოიფიქრა ახლა იმ ილუზიის შექმნა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომთან სამარცხვინო, კაპიტულანტური პოლიტიკის გატარება ვითომ აფხაზეთის შესაძლო დაბრუნებით ახსნან და ამით იმართლონ თავი ხალხის და ისტორიის წინაშე.”– ასე ეხმიანება გია ხუხაშვილი პრემიერის განცხადებას, რომ აფხაზეთი, მეორე მონაკო იქნება მას შემდეგ, რაც ის საქართველოს კონტროლქვეშ დაბრუნდება.

მორიგი სატყუარა “გარეჯი საქართველოა!”-ს შემქმნელებისგან”– წერს გია ხუხაშვილი.


იხილეთ პრემიერის განცხადება აფხაზეთზე, რომელიც მან 27 დეკემბერს, წლიური ანგარიშის წარდგენისას გააკეთა:

“ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში და ასევე, სამაჩაბლოში, ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება. ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს და ამის თაობაზე ეკონომიკურ საბჭოზე გვქონდა მსჯელობა. აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. აქვს უზარმაზარი პოტენციალი აფხაზეთს რომ გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი მეორე მონტე-კარლო, შეიძლება ასე ითქვას.”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

IMG.GE
გაზიარება