200 000 სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი ადამიანი უნდა დავასაქმოთ, მომდევნო 2-3 წელიწადში – პრემიერი

118
წაკითხვა/ნახვა

ჩვენ წარმატებით დავიწყეთ საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის განხორციელება და კიდევ უნდა გავაფართოვოთ აღნიშნული პროგრამა. 200 000 სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი ადამიანი უნდა დავასაქმოთ, მომდევნო 2-3 წელიწადში. როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

“რაც შეეხება პენსიების ინდექსაციას. ჩვენ შარშან უკვე დავიწყეთ ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება. ამან განაპირობა პენსიონერთათვის პენსიის ყოველწლიური გარანტირებული ზრდა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა და შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით მომავალ წელს პენსია საგრძნობლად გაიზრდება და გახდება 365 ლარი, მაღალმთიან რეგიონებში 440 ლარამდე დაახლოებით“, – განაცხადა პრემიერმა.

IMG.GE
გაზიარება