რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან? – ხმაურიანი აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და პრეზიდენტის პასუხი (ვიდეო)

525
წაკითხვა/ნახვა

“არ შეიწყალო კრიმინალი”- ამ მოწოდებით გაიმართა საპროტესტო აქცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან. მონაწილეები მოუწოდებენ მას, რომ არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

აქციის მონაწილეებთან გამოვიდა პრეზიდენტი, რომელმაც მათ უთხრა, რომ ჭორებზე დაყრდნობით, თითქოს ის მიხეილ სააკაშვილს იწყალებდა, ეს ადამიანები მივარდნენ მასთან.

სალომე ზურაბიშვილის მიერ, სიტყვა “მივარდნის წარმოთქმამ პროტესტის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია, რის გამოც პრეზიდენტმა შეხვედრა დატოვა და კვლავ რეზიდენციაში შევიდა, მოგვიანებით კი სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც პირდაპირ დაადანაშაულა “ქართული ოცნება”, რომ დღევანდელი აქცია მათ მიერ არის ორგანიზებული, ხოლო ადამიანები, რომლებიც დღეს მას მორალს უკითხავენ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, ზოგი მისი შტაბის წევრი იყო, ზოგიც კი “ქართუ ბანკი”-ს თანამშრომელი.

სალომე ზურაბიშვილის საპასუხო ბრიფინგი

„მიუღებელია ინსტიტუტზე, აღარ ვამბობ ქალსა და პრეზიდენტზე, ის რაც დღეს ხდება, ზეწოლა და ბულინგი. სხვათა შორის, არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ. შანტაჟი, მუქარა, დამცირება, რუსული სოფელია, აგერ ჩემს კარებთან. არცერთ ქვეყანაში არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ, მით უმეტეს ასეთ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული. სხვადასხვა აზრია და გემოვნება.

მემუქრებიან კარიერით, თურმე, ამ კარიერას დავემშვიდობები, სხვა კარიერა მინდა. ავიწყდებათ, რამდენი წლის ვარ. თუ ვინმე მიცნობს ამ ქვეყანაში, ალბათ იცით, რომ კარიერა იქ დავტოვე. მე ეს ქვეყანა მაინტერესებს, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც რატომღაც ყველა ებრძვის.

ვერ ხედავენ, რომ ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა, ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს. აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ. ჩვენ ამ გზაზე წავალთ, რაც არ უნდა ყველას მიერ ზეწოლა და სხვადასხვა ფორმით შანტაჟის მცდელობა იყოს“,– აღნიშნა პრეზიდენტმა.

IMG.GE
გაზიარება