პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ,”რუსულ ხომალდზე” გაუშვა იქ მისული პროტესტანტები ლოზუნგით “არ შეიწყალო” – თაკო ჩარკვიანი

536
წაკითხვა/ნახვა

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ,”რუსულ ხომალდზე” გაუშვა იქ მისული პროტესტანტები ლოზუნგით “არ შეიწყალო” – ასე ეხმიანება თაკო ჩარკვიანი პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ იმ აქციას, რომლის მონაწილეებიც სალომე ზურაბიშვილისგან ითხოვდნენ, რომ არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

თაკო ჩარკვიანის შეფასებით, პრეზიდენტის ეს ნაბიჯი და პროცესის დაძვრა განაპირობა გიორგი მუმლაძის ორგანიზებით გამართულმა მეორე აქციამ, რომლის მონაწილეებიც ზურაბიშვილისგან ითხოვენ, რომ შეიწყალოს სააკაშვილი.

“სულ ცოტა რა ჰქნა იმ პატრიოტმა ხალხმა ვინც რეზიდენციასთან მეექვსე დღეა ფხიზლობს და მესამე პრეზიდენტის შეწყალებას ითხოვს ( გიორგი მუმლაძეს ვგულისხმობ)  რა და , რაც ახლა მოხდა დღეს, როცა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა “რუსულ ხომალდზე” გაუშვა იქ მისული პროტესტანტები ლოზუნგით “არ შეიწყალო”, სწორედ გიორგი მუმლაძემ, ნიკა ნარსიამ და ყველა უკლებლივ, ყველა იქ მყოფმა პატრიოტმა ზურაბიშვილის სახლთან რომ ათენებენ, სწორედ მათ აამოქმედეს “უძრაობით ჩამყაყებული პროცესი”.

დიახ, კი არ “ძინავთ რეზიდენციასთან “, როგორც ეს ხატია დეკანოიძემ თქვა ტვ ეთერით ( ძალზე უხერხულად და შეურაცხმყოფელად), არამედ ფხიზლობენ, მოქმედებენ და მადლობა მათ-ამ პატრიოტებს ,დღეს საღამოსაც თქვენთან ვარ მაგრებო!დიახ ერთად”- წერს თაკო ჩარკვიანი.

IMG.GE
გაზიარება