რა იყო ეს, რა აქცია მოაწყვეს, ვიღაც საეჭვო ხალხი ხალხი რომ მივიდა – გიული ალასანია

347
წაკითხვა/ნახვა

გაოგნებული ვარ პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულებით, რა იყო ეს, რა აქცია მოაწყვეს, ვერ გავიგე, ბიბლიური სიუჟეტი იყო პირდაპირ. ვიღაცა საეჭვო ხალხი რომ მივიდა და „მოკალი“, „მოკალი“ იძახეს, რა პრეტენზია უნდა გვქონდეს ცივილიზაციაზე, – ამის შესახებ გიული ალასანიამ განაცხადა დღეს,თბილისის საქალაქო სასამართლოში და  გამოეხმაურა 28 დეკემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საწინააღმდეგო აქციას.

„საერთოდ გაოგნებული ვარ პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულებით, რა იყო ეს, რა აქცია მოაწყვეს, ვერ გავიგე. სახელმწიფოს ერთ-ერთი სიმბოლო არის პრეზიდენტი, ხელშეუხებელია და რა მოაწყვეს იქ, ვერ გავიგე, ბიბლიური სიუჟეტი იყო პირდაპირ. რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, ვიღაცა საეჭვო ხალხი რომ მივიდა და „მოკალი“, „მოკალი“ იძახეს, რა პრეტენზია უნდა გვქონდეს საერთოდაც ცივილიზაციაზე. ასეთი აქციები ყველასთვის მიუღებელია“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

IMG.GE
გაზიარება