არავითარი ცვლილებები არ იგეგმება – ირაკლი კობახიძე

გაზიარება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი ცვლილებები არ იგეგმება. ბატონი ილია დარჩიაშვილი იყო წარმოდგენილი დელეგაციაში და ძალიან კარგად წარმოადგინა მან საქართველოს ინტერესები ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში. კიდევ ერთხელ, მას მინდა მადლობა გადავუხარო. კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ მთავრობაში არავითარი პერსონალური ცვლილებები არ იგეგმება. გეგმაში ასეთი რამ არ არის. ერთ, ორ თუ სამ წელიწადში თუ რაიმე ცვლილება მოხდება, ეს მარტო ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ასეთი საუბარი არსად ვრცელდება, თქვენ ავრცელებთ“, – განაცხადა პრემიერმა “მთავარი არხი”-ს ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *