ოთხი წლის თავზე, მოხდა რაღაც, რამაც მას შეაცვლევინა ეს განწყობა – ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე

368
წაკითხვა/ნახვა

პრეზიდენტი, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოქმედებს ისე, როგორც არ მოქმედებდა მანამდე, ოთხი წლის განმავლობაში. აბსოლუტურად შეცვლილია მისი დამოკიდებულება პროცესების მიმართ, მათ შორის, მისი დამოკიდებულება ნაცმოძრაობის მიმართ,’’ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ის ეთერში განაცხადა.

,,გახსოვთ თქვენ მისი პერსონალური, ემოციური, ნეგატიური დამოკიდებულება ნაცმოძრაობის მიმართ, რაც აბსოლუტურად შეცვლილია. ოთხი წლის თავზე, მოხდა რაღაც, რამაც მას შეაცვლევინა ეს განწყობა. დღეს ჩვეულებრივ ხვდება ამ ადამიანებს, ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ მიმართავს, როგორც მიმართა იმ დღეს შვილმკვდარ დედებს, მამებს და ოჯახებს, რომლებსაც უშუალოდ მიადგა უმძიმესი ფორმით ზიანი სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან.

რატომ მომივარდითო, არ ეუბნება ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს, პირიქით, იქით ეპატიჟება პრეზიდენტს რეზიდენციაში. როდესაც, შენი საპრეზიდენტო საქმიანობის ოთხი წლის თავზე, რადიკალურად ცვლი საკუთარ სტრატეგიას, ამის უკან უნდა იყოს რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ გარედან პოლიტიკური გავლენა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის მსჯელობა, რომელიც ეფუძნება გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ ამის იქით მე, ბუნებრივია, არ შევალ და ვერც შევალ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ, ყველა შემთხვევაში, საზოგადოებას მივცემთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ქვეყანაში ვითარების არ ასარევად,’’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

IMG.GE
გაზიარება