ხომ მიაღწიეთ შედეგს მელიას ამ იდიოტური და მავნებლური მესიჯბოქსით – თაკო ჩარკვიანი

1525
წაკითხვა/ნახვა

ნიკანორ მელია მოიკითხეთ მისმა “თავგამოდებულმა დამცველებმა”, ზოგი გულწრფელად დამცველია, მაგრამ ბევრმა ტროლ-ბოტად ქცეულმა “დამცველმა” მორიგ ბრიფინგამდე და მორიგ დაპირებამდე – მორიგ სიცრუემდე მოიკითხეთ.”- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

მისი ცნობილი ფრაზა- “მიშა მოიცდის” ესეც არ დაგავიწყდეთ ზოგიერთს. ჰოდა გეკითხებით ახლა (ვისაც გეხებათ) დარიშხანით და ორგანიზმში აღმოჩენილი ვერცხლისწყლით მოწამლული პუტინის ტყვე მოიცდის?! ეგრე გააგრძელეთ მაგ” მელიას სტრატეგიით” და მერე რომ დამძიმდება და გვიან იქნება, სტატუსები გამოაცხვეთ, ბინძური კომენტარები ოპონენტებზე თავდასხმებით და იძახეთ “ჩვენი პარტიის საქმეებში ნუ ერევიან” – ჰოდა არ ერევიან.

ხომ მიაღწიეთ შედეგს მელიას ამ იდიოტური და მავნებლური მესიჯბოქსით! სირცხვილი და კატასტროფაა რაც ხდება”- წერს თაკო ჩარკვიანი.

IMG.GE
გაზიარება