თქვენ უნდა ჩამოხვიდეთ – პრეზიდენტი უცხოეთში მყოფ ქართველებს დაბრუნებისკენ მოუწოდებს

264
წაკითხვა/ნახვა

პრეზიდენტი უცხოეთში მყოფ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ამის შესახე სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მიმართვაში განაცხადა.

“მინდა, მივმართო დიასპორას, ვუსურვო ძალიან ბედნიერი წელი და ვუთხრა, რომ დღეს, ალბათ, დაბრუნების დროა, რამეთუ, ახალი, ევროპული პერსპექტივა თქვენზეცაა დამოკიდებული. თქვენ ხართ ის, ვისაც შეუძლია აქ ჩამოიტანოს სწორედ ის წესები და სტანდარტები, რომელიც ესოდენ გვჭირდება. თქვენ უნდა ჩამოხვიდეთ აქ, რადგან არ უნდა დატოვოთ ამ ქვეყანაში სიცარიელე, რომელიც შემდეგ სხვებისგან იქნება შევსებული.”– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

IMG.GE
გაზიარება