კარგად გახსოვდეთ, რაც დავწერე – ვახო სანაია

1253
წაკითხვა/ნახვა

ვახო სანაიას პოსტი ფეისბუქში:

რიგითმა ქოცმა, რომელიც სადღაც ჰყავთ გაფორმებული და გარკვეული ხელფასი დაუნიშნეს, უნდა იცოდეს, რომ ბიძინა არასდროს გადაუხდის იმაზე მეტს, ვიდრე ახლა უხდის.

ასე არბენინებს არჩევნებიდან არჩევნებამდე; ცოცხებით, აქციიდან აქციამდე; ავტობუსებით ქალაქიდან ქალაქში ცუდი საქმეებისთვის, მაგრამ მათი აბსოლუტური უმეტესობისთვის ბიძინას პირობებში უკეთესი ცხოვრება არ დადგება. საუკეთესო შემთხვევაში სულ ასე იქნება – მისი შვილი ვერ მიიღებს უკეთეს განათლებას, არ ექნება ნორმალური შვებულება, ვერ იმოგზაურებს საზღვარგარეთ და ა.შ.

სამაგიეროდ, ამ ყველაფერს გააკეთებენ კალაძე, კობახიძე, ღარიბაშვილი, ღუდუშაური და ბიძინას სხვა ხელის ბიჭები, თქვენ კი ცხოვრების ბოლომდე იპახავებთ მათ სარჩენად. თან იმ ფულს ბიძინა ბიუჯეტიდან გიხდით, თავისას კაპიკს არ ხარჯავს.
იცოდეთ მაინც ამ საახალწლოდ.

თქვენი შვილები ამ რუსულ ჭაობში ჩარჩებიან, კალაძე კი ფიქრობს, რომ ისევ მილანში ივლის თმის შესაჭრელად, ალუდა ამერიკაში გადაიღებს ფოტოებს. რუსებიც გიჟდებოდნენ ევროპაზე, ამერიკაზე. სამშობლოში იპარავდნენ, დასავლეთში – ხარჯავდნენ. მოკლედ, თქვენს თავს, თქვენს შვილებსა და ქვეყანას სწირავთ. როცა დაგავალებენ, რომ ვინმეს კვერცხი ესროლოთ ან აგინოთ, ეს კარგად გახსოვდეთ, რაც დავწერე.

როცა დადგება მომენტი, ან გადააგდებთ ბიძინას, ან მოჯამაგირედ ეყოლებით მთელი ცხოვრება.”- წერს სანაია.

IMG.GE
გაზიარება