თბილისში, ახალი წლის ღამეს ნასროლი ფოირვერკებისგან სახლი დაიწვა (ვიდეო)

5665
წაკითხვა/ნახვა

თბილისში მცხოვრებ მაია ყუფარაძეს, 31 დეკემბრის ღამეს სახლი დაეწვა. მიზეზი კი  გასროლილი ფოიერვერკები გახდა, რომელიც აივანზე დაეცა, რამაც გაზის აფეთქება და ხანძარი გამოიწვია, რომელიც  მთლიან სახლს გადაედო და დაიწვა.

შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე მაია ყუფარაძემ მისი ლამაზად მორთული სახლი აჩვენა ფეისბუქ მაყურებლებს, ცოტა ხანში კი ეს სილამაზეები ფერფლად იქცა.

“მე და ჩემი ცუგები გადავრჩით,სახლი სულ ჩაიფერფლა,ასე გამითენა ახალი წელი საახალწლო სასროლებმა,რატომ არ კრძალავს მთავრობა ამ საშინელებით ვაჭრობას..მე აწი კი ვერ მიშველის,მაგრამ სხვები გადარჩნენ ნეტავი,მეგობარმა შემიფარა,ყველას მადლობა ვინც დამიდგა გვერდში”- წერს მაია ყუფარაძე.

იხილეთ მაია ყუფარაძის ვიდეო შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე:

IMG.GE
გაზიარება