ჩვენ ველოდებით, რომ 4 იანვარს ხალხი გამოვა საქართველოს საელჩოებთან ან საკონსულოებთან და მოითხოვენ რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლონ – რუსი უფლებადამცველი

480
წაკითხვა/ნახვა

ჩვენ ველოდებით, რომ 4 იანვარს ხალხი გამოვა საქართველოს საელჩოებთან ან საკონსულოებთან და მოითხოვენ რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლონ”- ამბობს რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი საკუთარ გადაცემაში “ფეიგინ ლაივი”.

“ის ძალიან მძიმედ არის, წარმოიდგინეთ ის 1, 95 ია სიმაღლეში და იწონის დაახლოებით 70 კგ. ის მართლა მძიმედ არის. თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ვიმსჯელებთ, თავისუფლად შეეძლოთ მოეწამლათ. აი ასეთი არწივი იყო და ახლა … ახლა ძალიან ცუდად არის.

მე გამაოგნა დემონსტრაციამ პრეზიდენტ ზურაბიშვილის სახლთან სააკაშვილის დასჯის მოთხოვნით. ეს ისეთი არაქართული ჟესტია, ისე ეწინააღმდეგება მის ბუნებას. ვერაფრით ვერ ვხსნი იმას რომ ქართველები მოითხოვდნენ არ გაათავისუფლონ ძალიან ავადმყოფი ქართველი ადამიანი. რაც შეეხება მის გავლენას ომზე, შეიძლება ეს ეგოისტურად გამომდის, მაგრამ მისი კონტაქტების მქონე ადამიანი, ვფიქრობ, ვაშინგტონში მეტად სასარგებლო იქნებოდა, ბაიდენის ადმინისტრაციის შიგნით. ის ბოლო ბერკეტი იქნებოდა საჭირო პაკეტის მიღების მისაღწევად. თუმცა ახლა ჩვენ მის ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ, მისი ძალების აღდგენაზე.

არ ვიცი მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ როგორც ჩანს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ორ ცეცხლს შორის არის და არ იცის როგორ მოიქცეს. იურისტები ამბობენ ასეთ დროს თუ არ იცი რა მოიმოქმედო, იმოქმედე კანონიერად, გადადგი ნაბიჯები როგორსაც ნორმალური ევროპელი პოლიტიკოსი გადადგამდა. საქართველო ნელ ნელა ევროპულ საქართველოდ გადაიქცევა. ჭმუნვები აქ არაა საჭირო, ეს მხოლოდ აუარესებს სიტუაციას, ნუთუ ეს გაუგებარია.

ჩვენ ვაძლევთ მას შანსს. ახლა ასე ჩანს რომ ის ხელისუფლებას აკრიტიკებს და პირიქით, ისინი აკრიტიკებენ ზურაბიშვილს. ჩვენი გეგმა გაგრძელდება”- ამბობს ფეიგინი, რომლის ქართულენოვან თარგმანსაც მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

IMG.GE
გაზიარება