ვწუხვარ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ახალგაზრდა ასაკში უწევს ამ ყველაფრის გადატანა – ირმა ინაშვილი

5707
წაკითხვა/ნახვა

ჩემთვის 2022 წლის ადამიანი ხვიჩა კვარაცხელიაა. ამ ახალგაზრდა ადამიანმა არა მარტო სპორტში მიაღწია თვალსაჩინო წარმატებას, არამედ მოახერხა ჩვენი ერისთვის მიენიჭებინა სიხარული”- წერს ფეისბუქში “პატრიოტთა ალიანსი”-ს მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი და ეხმიანება საზოგადოების მცირე ნაწილი ქილიკს, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ პატრიარქს აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილე მიულოცა.

“დიახ, სიხარული, რაც ასე სჭირდება თითოეულ ჩვენგანს! მან ჩვენ გაგვაერთიანა ამ სიხარულსა და წარმატებაში, ამ სიამაყესა და თავდაჯერებულობაში.

ხვიჩა კვარაცხელია თავისი ნიჭით, შრომით გახდა მაგალითი პატარებისთვის, რომლებმაც ფეხბურთი შეიყვარეს და დაიწყეს ვარჯიში. მათთვის ხვიჩა მისაბაძია და ეს ძალიან კარგია.

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველო ასახელა და ამავდროულად, გვაჩვენა თავმდაბლობა, უბრალოება, გულწრფელობა, რაც დასაფასებელია.

ვწუხვარ, რომ ჩვენს საზოგადოებას არ აკლია შურითა და ღვარძლით გაჟღენთილი პერსონაჟები, რომლებიც კვარაცხელიას მუდმივად ტურებივით კბენენ. განვიცდი, რომ ამ ყველაფრის გავლა, გადატანა, აღქმა და მორევა ხვიჩა კვარაცხელიას საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში უწევს, ამიტომაც მინდა ვუსურვო მხნეობა, მრავალი წარმატება, სიკეთე, ღვთის შემწეობა. ჩვენ გვიყვარს ჩვენი პატრიარქი! ჩვენ ვართ ეკლესიის ერთგულნი! ჩვენ ბევრნი ვართ”- წერს ირმა ინაშვილი.

IMG.GE
გაზიარება