რუსი ბლოგერის, მარკ ფეიგინის გეგმის მიხედვით, 4 იანვრიდან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
სოლიდარობისა და სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნის აქცია 4 იანვარს, 18:00 საათზე, მშვიდობის ხიდზე გაიმართება.
მარკ ფეიგინის ჩართვას აქციების დაგეგმვაში მიესალმება გიული ალასანიაც. მან დღეს თქვა, რომ კმაყოფილია ფეიგინის, რადგა ის ცნობილი ადამიანია.
კითხვაზე, თუ რატომ ფეიგინი, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის პუტინის მოწინააღმდეგეა.
ნინო ლომჯარიამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის “2022 წლის ადამიანის უფლებების დამცველების” გლობალური...