ერეკლე დეისაძე ქართველი “ლიბერალების” წინააღმდეგ

389
წაკითხვა/ნახვა

“მორალის პოლიცია” ითხოვს, რომ იმ ადამიანებთან დავჯდე სასაუბროდ ვისაც თვითონ მისცემენ ლეგიტიმაციას”– განაცხადა მუსიკოსმა ერეკლე დეისაძემ გადაცემა “მუსაიფში” ბაჩო იდიშარიასთან სტუმრობისას. ამ შეფასებით ის ქართულ, ე.წ “ლიბერალურ საზოგადოებას” გამოეხმაურა.

ეს ხალხი ოდითგანვე ექსკლუზიურობას ფლობს გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე (რასაც ხშირად მაყვედრიან და 2010 წლის სკანდალურ დებიუტს მახსენებენ) მაგრამ როგორც ირკვევა, ისინი მხოლოდ საკუთარი გამოხატვის თავისუფლებისთვის იბრძვიან, რადგან სხვებს მისი სარგებლობის ლეგიტიმაციას და რეცეპტს თავად უდგენენ.

თუ ვინმემ გაბედა და მათ წესებს გადაუხვია, ავტომატურად ირთვება ცილისწამების საკითხი. ხომ არ გაიყიდა? რამდენი აიღო? ამას წერენ სხვის კაპიტალზე მომჯდარი პარაზიტები. ბიზნესზე რეკეტით მოპოვებული ფულით დაფინანსებული ტუსოვკის შვილები. რომლებმაც იწამეს ფეისბუქზე რუსეთთან ბრძოლის ექსკლუზიურობა და თუ მათ დისციპლინას და ფორმებს არ იმეორებ ავტომატურად გრიყავენ, ამიტომ გვანან ,,მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” და ,,ლიბერალ მშობელთა კავშირი” ერთმანეთს.

პოზიციები აქვთ სხვადასხვა და ტაბურეტკებით სირბილი იმიტომ არ შეუძლიათ, რომ კულტურულ უმრავლესობაში არ არიან. ისინი გმობენ პირადი ცხოვრებით შანტაჟს, მაგრამ მზად არიან თვითონ დააშანტაჟონ პოლიტიკური ოპონენტი შეთითხნილი ბრალდებით. ისინი გმობენ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, მაგრამ მზად არინ ხელმოწერები შეაგროვონ არასასურველი არხის დასახურად, ამბობენ რომ მათი სხეული მათი საკუთრებაა, მაგრამ ვინც აცრაზე უარი თქვა, მოითხოვდნენ იძულებით აეცრათ, ან საავადმყოფოებს არ მიეღოთ სამკურნალოდ, რათა კრიზისული ვითარების გამო პალატაში ადგილი არ დაკავებულიყო. ისინი მიდრეკილი არიან პრივილეგიებისკენ, მათაც ყავთ საკუთარი მიკრო ბიძინა. ისინიც მზად არიან მათი დამფინანსებლების გამო ყველაფერი იკადრონ. ისინი სინამდვილეში ვისაც ებრძვიან იმას აძლიერებენ.

ამას იზიარებს მოსახლეობის უმრავლესობა მათი პოლიტიკური დღის წესრიგისადმი უნდობლობით და უარის თქმით. ამიტომ, სანამ ვინმეს დაუძახებთ გაყიდულს, საკუთარ სივებს (ბიოგრაფიებს) ჩახედეთ.”- განაცხადა ერეკლე დეისაძემ.

IMG.GE
გაზიარება