ნაციონალური მოძრაობა ადუღდა – ლევან ხაბეიშვილი

387
წაკითხვა/ნახვა

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა “ამოძრავდა, ადუღდა და გააქტიურებულია”, ამ პოსტით ის ნიკა მელიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამ დრომდე პარტია უძრაობაში იყო.

“აშკარად პროგრესია, ლოკაციებზე, საათზე მიდის კამათი და არა უმოქმედობაზე, უძრაობაზე, ბაჟეში ძილზე.

შესაძლებელი ყოფილა ხომ მიხეილ სააკაშვილის ხსენება, (მიიღოს მის თავზე ვისაც ეხება) აქციების ორგანიზება, აქტიურობა, მოქმედება.

შეუიარაღებელი თვალითაც იოლად ჩანს, რომ პარტია ამოძრავდა, ადუღდა და გააქტიურებულია. დამშვიდდით მეგობრებო და მოვემზადოთ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ გენერალური ბრძოლისთვის. სიტყვას ვიძლევი ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ – უპირობოდ

 ნუ ხარჯავთ ენერგიას, აგრესიას ფბ სტატუსებში ან ერთმანეთთან კამათში – მივმართოთ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ყველა აგრესია, აქცია, ლოკაცია და ვიმოქმედოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რომელსაც ივანიშვილი გვპარავს და ჩვენი უმოქმედობით ხელს ვუწყობთ …

ვიმოქმედოთ, ვმობილიზდეთ და გარდაუვალია მოღალატეობრივი, რუსული ოცნების მარცხი.

4 იანვარი, 18:00 საათი სახელმწიფო კანცელარია და მსვლელობა ბოროტების სასახლესთან.

 4 იანვარი, 18:00 საათი – შეკვეთილში ივანიშვილის სახლი – გადავარჩინოთ პრეზიდენტის სიცოცხლე”- წერს ხაბეიშვილი.

IMG.GE
გაზიარება