სანამ პაციენტი კლინიკაში იმყოფება, არ გავცემთ რეკომენდაციას სასამართლო პროცესებზე დასასწრებად – ნინო ნადირაძე

596
წაკითხვა/ნახვა

კლინიკა “ვივამედი”-ს დირექტორი ნინო ნადირაძე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე დასწრებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

“არც ერთხელ არ გაუცია კლინიკას რეკომენდაცია გასვლით სასამართლო პროცესებზე დასასწრებად (უამრავი პროცესი იყო ჩანიშნული მაისიდან დღემდე), არც გავცემთ, სანამ კლინიკაში იმყოფება და ასე იყო ყველა პატიმარი პაციენტის შემთხვევაში იგივე ხალხი, ვინც კატეგორიულად გვთხოვდა, ასეთი რეკომენდაცია არ გაგვეცა, ახლა პირიქით, იგივე დაჟინებით ითხოვს საპირისპიროს.

ყოველთვის ვიმოქმედებთ პაციენტების ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. პაციენტი აგრძელებს თერაპიულ დეპარტამენტში დაკვირვებას და მკურნალობას“- წერს ნინო ნადირაძე.

IMG.GE
გაზიარება