გუშინ, პირველად შემზიზღდა ჩემი თავიც და მთელი ოპოზიციაც – მალხაზ მაჩალიკაშვილი

733
წაკითხვა/ნახვა

„გუშინ, პირველად შემზიზღდა ჩემი თავიც და მთელი ოპოზიციაც! გუშინ პირველად შემრცხვა ჩემი თავისა!” – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი და 4 იანვარს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს აფასებს.

„ყველაზე ცუდი და აუტანელი სანახავი იყო, „ქართულ -რუსული ოცნების“ სულგაყიდული მონების, სამარცხვინო „ქათმების“ დამცინავი სახეები!“

“ოპოზიციავ, ხალხს ნუღარ აწვალებთ და თქვენც დაისვენეთ 2030 წლამდე!

“გუშინ პირველად ვიგრძენი უიმედობა! გუშინ პირველად დავრწმუნდი იმაში, რომ ამდენად უტიფარი, სუსტი, ურეიტინგო, მსოფლიოს წინაშე და ქვეყნის საზოგადოების წინაშე გაჩათლახებული “ქართულ-რუსული ოცნება” როგორ გვიგებს ამ უთანასწორო ბრძოლას!

გუშინ პირველად შემრცხვა ჩემი თავისა! გამახსენდა ყველა ის სიტყვა, რაც „ქართული ოცნების“ მომხრებისგან მომისმენია!

ის, რომ შენ სადაც დგახარ, ის “წაგებული მხარეა და წაგებული ბრძოლა!”
ამ „წაგებულმა“ ბრძოლამ თუნდაც მიწაში ჩამიყოლოს, მე მტერთან ვერ დავდგები!
გუშინ პირველად შემზიზღდა ჩემი თავიც და მთელი ოპოზიციაც!

როცა კანცელარიასთან აქციაზე ვიყავი: ერთ-ერთი არხის ჟურნალისტმა დამისვა კითხვა – „ვის მხარეს ვარ და ვის მხარეს ვდგავარ?!“ – ჩემი პასუხი რა თქმა უნდა, იყო: მე ვდგავარ „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მხარეს! მე ვითხოვ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებას და მისი წამების პროცესებიდან განთავისუფლებას! ეს იყო ჩემი პასუხი!

ბატონ ხაბეიშვილის დაგეგმილ აქციას დავესწარი; შემდგომ „მშვიდობის ხიდზე“ გადავინაცვლე ბატონი ნიკა მელიას მომხრეების მხარეს! ისე გამოვიდა, ფაქტობრივად, არც აქეთ დავესწარი, არც იქით!

ეს ყველაფერი რაღაც ჩაძირულ „გემს“ ჰგავდა! ზოგი სანაპიროს გამორიყული, ზოგიც „გემს“ ფსკერისკენ ჩაყოლილი! არადა, ორივე მხარეს ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანები იდგნენ!

არც აქეთ მხარეს, არც იქითა მხარეს, ადამიანების თვალებში იმედის სხივის ნაპერწკალიც არ ჩანდა! ეს მძიმე სურათი იყო! ყველას თვალებში ჩამქრალი სევდა და უიმედობა იდგა!

აი, ოპოლიდერებო, საბოლოოდ რას მიაღწიეთ?! ყველაზე ცუდი და აუტანელი სანახავი იყო, „ქართულ -რუსული ოცნების“ სულგაყიდული მონების, სამარცხვინო „ქათმების“ დამცინავი სახეები!

არადა, მათი დანაპირები – „დაგასრულებთ- დაგამთავრებთ!“ ვერ შეძლეს! თუმცა, ჩვენ თავად ეს შევძელით და საკუთარ თავს გავუკეთეთ!

თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა, თავში ქვაც გიხლიათ მთელ ოპოზიციას! ამ მოკრიახე „ქათმების“ ,- „ქართული ოცნების“ საბოლოოდ დასრულების გეგმა 2023- შიც თუ არ გაქვთ!

ოპოზიციავ, ხალხს ნუღარ აწვალებთ და თქვენც დაისვენეთ 2030 წლამდე! იმედია, იქამდის თვითონ გაიხრწნებიან, ეს რუსეთის შემოყრილი ყურმოჭრილი მონები!

ან უკრაინა გვიშველის ამათი ამოძირკვაში! სხვა რა გითხრათ, სააკაშვილი ალბათ თავის თავს თვითონ მიხედავს! ეს კაცი, ასე თუ ისე, ყველამ ერთად გავწირეთ!”- წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

IMG.GE
გაზიარება