ამასაც მოვესწარი – “ავერსმა” ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებს მანქანის უფასო საშვები გაუუქმა

3261
წაკითხვა/ნახვა

“ამასაც მოვესწარი! გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ ამასაც მოვესწარი, რომ ჩემს სამსახურში, ავადმყოფებთან მისასვლელად ხარკი უნდა გადავუხადო პაატა კურტანიძეს.”- წერს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე კომპანია “ავერსი”-ს დამფუძნებელ პაატა კურტანიძეზე.

“იგივეს გაკეთება უწევთ ჩვენი ცენტრის სხვა თანამშრომლებსაც. საახალწლო ხუმრობა არ გეგონოთ, ნამდვილად ასეა. პარკინგის უფასო საშვები გაგვიუქმეს. საქართველო პარადოქსების ქვეყანაა, მაგრამ მაინც არ მეგონა თუ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ამას იკადრებდა.”– წერს თენგიზ ცერცვაძე.

როგორც ცნობილია, ინფექციური საავადმყოფოს შენობა 2009 წლიდან კერძო მფლობელობაშია. მისი მესაკუთრე “ავერსი ფარმაა”, რომელმაც სახელმწიფოსგან აღნიშნული ტერიტორია 12,5 მილიონ დოლარად 12 წლის წინ შეიძინა.

IMG.GE
გაზიარება