მინდა, ჩემი უმორჩილესი თხოვნა გაგიზიაროთ, ვრცელდება გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერი – ლევან ხაბეიშვილი

8309
წაკითხვა/ნახვა

ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება ნიკა მელიას საუბრის ჩანაწერს და მოუწოდებს მხარდამჭერებს, რომ არ გაავრცელონ:

“ჩემო მეგობრებო, კარგო ადამიანებო, მინდა, ჩემი უმორჩილესი თხოვნა გაგიზიაროთ

ვრცელდება გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერი, რომელიც არის რუსული ოცნების ხელწერა და ემსახურება ერთმანეთში დაპირისპირების გაღვივებას, დაყოფას, ცილისწამებასა და ბოღმას

მოგიწოდებთ, არავითარ შემთხვევაში არ გაავრცელოთ ეს ჩანაწერი და მეტიც … გთხოვთ, უბრალოდ რეაგირების გარეშე დატოვოთ ეს სიბინძურე …
 

ჩვენ, არ გვაინტერესებს მსგავსი ჩანაწერები ნეგატივი და ცილისწამება … ჩვენ, გვაინტერესებს საქმე, ერთობა და რუსი ოლიგარქის დამარცხება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ”- წერს ლევან ხაბეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ჩანაწერი, რაზეც ლევან ხაბეიშვილი საუბრობს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერბა გაავრცელეს სოციალურ ქსელში.

მათი თქმით, ნიკა მელია საუბრობს მიხეილ სააკაშვილზე, ხოლო საუბარი ჩაწერილია 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე.

MULTIMEDIA.GE-ს შენიშვნა:

უცნობია, თუ ვისზე საუბრობს ნიკა მელია, ასევე, არ არის დადგენილი მასალის ერთიანობა.

IMG.GE
გაზიარება