სირცხვილია უკრაინისთვის ბუკის სისტემების მიცემაზე უარის თქმა – მიხეილ სააკაშვილი

222
წაკითხვა/ნახვა

სირცხვილია უკრაინისთვის ბუკის სისტემების მიცემაზე უარის თქმა”- ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საქმეთა დროებითი მმართველის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ უკრაინამ, 2008 წელს, საქართველოსთვის გადაცემული ბუკების უკან გადაცემა მოითხოვა, რაზეც საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა.

“პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ თავის დროზე. როდესაც უკრაინაში იანუკოვიჩი მოვიდა, იუშჩენკოს წინააღმდეგ საქმეც კი აღძრეს ბუკის საქართველოსთვის გადმოცემის გამო და ეს გააკეთეს რუსეთის დავალებით. უფრო მეტიც, ინსტრუქტორი – პოლკოვნიკი მამჩური, რომელიც ბუკის გამოყენებას გვასწავლიდა, რუსეთის აგენტებმა მოკლეს როვნოში 2017 წელს.
ახლა ამერიკელებმა უკრაინას გადასცეს დიდი რაოდენობით რაკეტები ბუკისთვის.

რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინელებს ვუთხარით უარი, არამედ ამერიკელებსაც, მათი ჯაველინების უკრაინისთვის სესხებაზე.

ეს არის ღალატი და ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში.”- ამბობს სააკაშვილი, რომლის განცხადებაც ფეისბუქში გავრცელდა.

IMG.GE
გაზიარება