გიული ალასანია მისი საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას გამოეხმაურა

4673
წაკითხვა/ნახვა

გიული ალასანიამ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს მონტაჟი და სისულელე უწოდა.

„არ მომისმენია და არც მაინტერესებს ეს სისულელეები. ორი წლის წინ რომ ვიღაცამ დამირეკა, ახლა გაახსენდათ ორი წლის წინანდელი ამბავი, ახლა მაინცდამაინც, როცა ჩემი შვილის პროცესები მიდის?! რას ნიშნავს ახლა ეს? რა თქმა უნდა უარვყოფ, რა სისულელეა, რას ბოდავენ, რას ჩხლართავენ. შეიძლება ყველა იყოს, ვინც ჩემი და ჩემი შვილის წინააღმდეგია. არ გელაპარაკებით, ეს თემა საერთოდ არ მაინტერესებს“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

ამ თემაზე:

გიული ალასანიას საუბრის ფარული ჩანაწერი გავრცელდა

IMG.GE
გაზიარება