იტალიელი მომღერალი ალბანო კარიზი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა უცხოეთში იმკურნალოს, რათა სიცოცხლე გააგრძელოს.
“ეს გზავნილი არის საქართველოს ხელისუფლებისადმი. მე ვიცნობ ამ კაცს, მიხეილ სააკაშვილს და გთხოვთ, მიეცით შესაძლებლობა, რომ იცოცხლოს, რადგან მას სჭირდება მხოლოდ საავადმყოფო, კარგი საავადმყოფო, რათა სიცოცხლე გააგრძელოს. ჩემი გზავნილია, დაეხმარეთ ამ ჯენტლმენს,რათა იცოცხლოს”- ამბობს ალბანო კარიზი.
შეგახსენებთ, ალ ბანო კარიზი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია მის ყოფილ მეუღლე რომინა პაუერთან შესრულებული სიმღერით “Felicita”.
ვიდეოს გიორგი ჩალაძე ავრცელებს.
ნინო ლომჯარიამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის “2022 წლის ადამიანის უფლებების დამცველების” გლობალური...