ნოდარ მელაძისა და მისი გუნდის გამოხმაურება გიული ალასანიას საუბრის ჩანაწერზე

23548
წაკითხვა/ნახვა

ნოდარ მელაძე გამოეხმაურა გიული ალასანიას საუბრის ჩანაწერის იმ ეპიზოდს, რომელშიც მასზეა საუბარი, როდესაც ალასანია ამბობს, რომ რუსეთი აწვდის მასალებს.

მელაძე ამ საკითხზე მოკლე შეფასებას აკეთებს და ამ ყველაფერს “კომედი შოუს” უწოდებს, რასაც პოსტის კომენტარებში უკვე მისი გუნდის ჟურნალისტებიც ეხმიანებიან.

“კომედი შოუ, კი მასალებს ივანიშვილის წინააღმდეგ, ბორტნიკოვი გომელაურს ატანს ხოლმე.  ვაი თქვენს პატრონს”- წერს მელაძე,

პოსტის კომენტარებში მელაძე ასევე საუბრობს “რუსთავი2”-ის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერსა და ხელმძღვანელებზე: ნინო შუბლაძესა და ხათუნა ბერძენიშვილზე, რომლებიც წლების წინ მისი ხელმძღვანელებიც იყვნენ.

შეგახსენებთ, აღნიშნული ჩანაწერ კურიერმა ექსკლუზიურად გაავრცელა.

IMG.GE
გაზიარება