ამინდის პროგნოზი

215
წაკითხვა/ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 -14 იანვარს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო და ქარიანი ამინდი. ქარის სიჩქარე ნელ-ნელა იკლებს და აღარ იქნება გრიგალის კატეგორიის, რომელიც ბოლო სამი დღე ფიქსირდებოდა დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში.

15 იანვრიდან ქარი ჩადგება და 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 14 იანვრის დილამდე შენარჩუნდება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან თოვლიანი ამინდი. შემდგომში, 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 17 იანვრამდე ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით -4, -9 გრადუსი დაფიქსირდება. 17 იანვრიდან ყინვა შესუსტდება, დღის ტემპერატურაც +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 14 იანვრის დილამდე შენარჩუნდება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და თოვლიანი ამინდი. 20 იანვრამდე კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -3, -5 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, დღისით კი +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

IMG.GE
გაზიარება