ქირქილებენ რომ ხაბეიშვილი გოიმია, სოფლელია, ბრენდულები არ აცვია და ლილოში ყიდულობს ტანსაცმელსო – ლევან ხაბეიშვილი (ვიდეო)

900
წაკითხვა/ნახვა

ქირქილებენ რომ ხაბეიშვილი გოიმია, სოფლელია, ბრენდულები არ აცვია და ლილოში ყიდულობს ტანსაცმელს …. მე წარმოვადგენ მშრომელ, წესიერ, პატიოსან ხალხს და არა ვიწრო პრივილეგირებულს, “ელიტას”. – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა 13 იანვარს, ტვ “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას და გამოეხმაურა მის კრიტიკოსებს.

️”დიახ, პარლამენტარ ლევან ხაბეიშვილის პედაგოგი დედა დღეს, გაზის აღმრიცხველად მუშაობს სამგორის რაიონში და კარდაკარ დადის, მამაჩემი ინჟინერი კაცი იყო და არასდროს უთაკილია შრომა … რომ დაჭირდა ოჯახს, გაზგასამართის დაცვაში იმუშავა და ღამეებს ათენებდა, ჩემი მაიორი ძმა ამერიკაში ტრაილერის მძღოლია – ვამაყობ ჩემი ქართული, ტრადიციული, ქრისტიან-მართლმადიდებლური ოჯახით და მისი თითოეული წევრით”– განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

IMG.GE
გაზიარება