მთავარი, რაც მიშას ვერ აპატიეს ისაა,რომ მას უყვარდა უბრალო ხალხი – მაია ორჯონიკიძე

8431
წაკითხვა/ნახვა

მთავარი, რაც მიშას ვერ აპატიეს ყველა ჯურის საბჭოთა რევანშისტებმა ისაა, რომ მას უყვარდა ე. წ. უბრალო ხალხი და ბევრის გაკეთებაც მოასწრო მათთვის – თუნდაც დიდი ქრთამის გარეშე ნიჭიერი, სოფლიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.“- წერს მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში.

და რა საშინელებაა აღმოჩენა,რომ ამ ჩვენს დღევანდელ ფსევდო-ელიტებში ნაციც იმდენივეა,რამდენიც ქოცი,რომელთაც სინამდვილეში შეხმატკბილებული თანაცხოვრების უსიტყვო პაქტი აქვთ დადებული და მხოლოდ ეკრანებზე და ჩვენს დასანახად “ჩხუბობენ”. ორივე მათგანს სძულთ უბრალო ადამიანები,
დასცინიან მათ და ზემოდან უყურებენ მხოლოდ იმიტომ,რომ უპირველესად საკუთარი მდაბიო წარსული ახსენდებათ და ზუსტადაც ეს სძულთ.

გუშინ გიორგი მუმლაძეს “დასცინოდნენ” მელიას ზონდერ-ბრიგადის წევრები და მაგაზე გამახსენდა. ვერც კი ხვდებიან,რომ ხალხის თვალში უბრალოდ გაცამტვერდნენ. იმ ხალხის თვალში,რომელთა ხმებითაც ააგეს თავიანთი უსახური კეთილდღეობა.”- წერს მაია ორჯონიკიძე.

IMG.GE
გაზიარება