შენ ხარ კრიმინალი და ზიხარ იქ, სადაც უნდა იჯდე – თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილს

1438
წაკითხვა/ნახვა

მიხეილ სააკაშვილი თუ მისმენს, ვეტყვი, ვერაფერსაც დაგვაკლებ – შენ ხარ კრიმინალი, ზიხარ იქ, სადაც უნდა იჯდე, კეთილი ინებე, მოიხადე ის სასჯელი, რომელიც მოგისაჯა საქართველოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და რეფორმირებულმა სასამართლომ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„მე, როგორც იუსტიციის ყოფილ მინისტრს, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ექთანს, თითოეულ ექიმს და სამედიცინო პერსონალს, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, ზრუნავს მიხეილ სააკაშვილის, ამ კრიმინალის ჯანმრთელობაზე. ეს არის ძალიან დიდი შრომა, როცა ასეთი უმძიმესი ქცევების მქონე, უპასუხისმგებლო ადამიანთან გაქვს საქმე, ამიტომაც ამ ადამიანებს ეკუთვნით ძალიან დიდი მადლობა. რაც შეეხება სიას, ჩვენ მაშინ არ შევუშინებივართ ე.წ. სიას, როცა გვეუბნებოდნენ – დაგიჭერთ, დაგაპატიმრებთ, ამოგალპობთ ციხეში, ხელი არ აუკანკალდებოდა არავის, როცა ამას გვეუბნებოდნენ ქართველ ხალხს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი კრიმინალი ბელადი, რომელიც ახლა სრულიად დამსახურებულად ბრძანდება ორპალატიან საკანში და პრეტენზიები აქვს. მაშინ არ შევუშინებივართ, რადგან ვიცოდით, რომ ვიბრძოდით სიმართლისთვის. ახლა ეს სიები შეუძლიათ, შეადგინონ, მერე კარგად წაიკითხონ და შეინახონ თავიანთ რომელიმე უჯრაში.

ჩვენ მიჩვეული ვართ უკვე ამ სიების შედგენას, რომ ოცნება აქვთ და ნატრულობენ, რომ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, დაიჭერენ ყველა მინისტრს, ექთნებს, ექიმებს, ამოგვალპობენ ყველას ერთად ციხეში.

აი, ახლა თუ მიხეილ სააკაშვილი მისმენს, ვეტყვი, რომ ვერაფერსაც დაგვაკლებ. შენ ხარ კრიმინალი, ზიხარ იქ, სადაც უნდა იჯდე და კეთილი ინებე, მოიხადე ის სასჯელი, რომელიც მოგისაჯა საქართველოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და რეფორმირებულმა სასამართლომ.

ეს არის ჩვენი კანონის პატივისცემა და აღსრულებაც. ეს არის ჩემი პასუხი. დამღლელია უკვე ამდენი ვითომ მუქარის მოსმენა, რომ ჩვენ დავბრუნდებით და ყველას ამოგალპობთ ციხეში“, – განაცხადა წულუკიანმა.

IMG.GE
გაზიარება