ყვარელში ჩასულ ლევან ბერძენიშვილს ლექცია ჩაუშალეს (ვიდეო)

964
წაკითხვა/ნახვა

ყვარელში ჩასულ ლევან ბერძენიშვილს ლექცია ჩაუშალეს. მას მოქალაქეებმა გზა გადაუღობეს და უთხრეს, რომ ის არის მართლმადიდებლობის მაგინებელი და კახეთში მისი ადგილი არ არის.

ლექციის ორგანიზატორი ევროკლუბი” იყო, რომლის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გურინი ამბობს, რომ სპეციალურად ჩამოყვანილმა ადამიანებმა მოაწყვეს ეს აქცია, რის გამოც, უსაფრთხოების მიზნით ვერ მოხერხდა ლევან ბერძენიშვილის შეყვანა შესაბამისად,   შეხვედრაც ჩაიშალა.

ყვარელში ლევან ბერძენიშვილი გვყავდა მოწვეული ლექციის ჩასატარებლად ევრო-ატლანტიკურ ცენტრში. პიკეტირება მოგვიწყეს ჩამოყვანილებმა სხვადასხვა რაიონებიდან, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით შეხვედრის გაუქმება მოგვიწია. შენობაში ბევრი ბავშვი ელოდა შეხვედრას. ბატონი ლევანი ჩვენს სივრცემდე ფიზიკურად ვერ მოვიყვანეთ, რადგან ჩაკეტილი ჰქონდათ ყველა შემოსასვლელი. აი, აქამდე მივედით ამ ქვეყანაში.”- წერს ნიკოლოზ გურინი, “ევროკლუბის” ხელმძღვანელი.

“მოწვეული ვიყავი, რომ ილია ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით ილიაზე მესაუბრა, მაგრამ თელავიდან გამოუგზავნიათ ბრიგადა, რომ ჩაეშალათ ეს ღონისძიება. ბევრნი არ იყვნენ, მაგრამ სულ 3-4 პოლიციელი იყო. ჩემი იქ შესვლა არ იყო უზრუნველყოფილი. გამოთქვეს პრეტენზიები, არ მოეწონათ, არ მოსწონთ ჩემი აზრები, რაღაცებზე, საერთოდ. მე მეგონა, ერეკლეზე იქნებოდა მარტო, მაგრამ თურმე ლგბტ თემთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრებები… საერთოდ, მე არ მოვწონვარ ამ ხალხს.

წარმოუდგენელი იყო, იქ შესვლა, მანქანიდან არც ჩამოვსულვარ. ეს იყო მომზადებული კადრები, ლაპარაკობდნენ სისულელეებს, ლაპარაკობდნენ გაუმართავად, ანუ ცოტა წერა-კითხვასთან მწყრალად იყვნენ”. – ამბობს ლევან ბერძენიშვილი რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ კომენტარში.

IMG.GE
გაზიარება