გიორგი რურუა ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ღია განცხადებას აკეთებს და ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებს.
მისი თქმით, მერაბიშვილი, უცხოელებთან შეხვედრისას პირად საუბრებში ომის დაწყებას მიხეილ სააკაშვილს აბრალებდა.
“პოლიტიკიდან წასული გამდიდრებული ადამიანი საზოგადოებისთვის უნდა გახდეს კეთროვანი-მიუღებელი. ივანიშვილსაც აწყობს მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალაში.
პირად საუბრებში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მერაბიშვილი მიშა სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას. დიდი ეჭვი არსებობს მისი და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ. აქ მოკლედ დავწერე მთავარი აქცენტები. მე ვუჭერ მხარს ნიკა მელიას,ვუსურვებ გამარჯვებას,როგორც შიდა ასევე მომავალ არჩევნებში”– წერს გიორგი რურუა.
ნინო ლომჯარიამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის “2022 წლის ადამიანის უფლებების დამცველების” გლობალური...