სკანდალური განცხადების შემდეგ, ოლექსი არესტოვიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ. მინდა ვაჩვენო ცივილიზებული ქვეყნის მაგალითი. პრინციპული შეცდომა, შესაბამისად, გადადგომა”- წერს არესტოვიჩი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ოლექსი არესტოვიჩმა თქვა, რომ დნიპროში მომხდარი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის მიზეზი მათ მიერ ჩამოგდებული რაკეტა გახდა. არესტოვიჩის ამ განცხადებას დიდი მღელვარება მოჰყვა.
მოგვიანებით მან ბოდიშიც მოუხადა დნიპროს მოსახლეობას. დღეს კი თანამდებობა დატოვა.
ნინო ლომჯარიამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის “2022 წლის ადამიანის უფლებების დამცველების” გლობალური...