ძალიან არასასიამოვნო მდგომარეობა შეიქნა გუდაურში. ადგილობრივები ავიწროებენ უცხოელ ინსტრუქტორებს – ირაკლი ჟვანია

1464
წაკითხვა/ნახვა

ძალიან არასასიამოვნო მდგომარეობა შეიქნა გუდაურში. ადგილობრივები ავიწროებენ უცხოელ ინსტრუქტორებს.”– წერს არქიტექტორი ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში.

“დიდი სტატუსი დაწერა სპორტსკოლის მოწვეულმა პოლონელმა მწვრთნელმა და ახლა ავსტრალიურ მედიაში მთელი სტატიაც გამოჩნდა, რომ ავსტრალიელებს ფიზიკურად ემუქრებიან.

არცერთს არ ვაზიარებ, ისეთი სამარცხვინო ამბავია უცხოელ მეგობრებთან, რომლებსაც სულ ჩამოსვლისკენ მოვუწოდებ, განსაკუთრებით მთაში და სასრიალოდ.

რუსების შემოსევის ფონზე ‘ტურბაზის’ და ‘გეოლოგების’ ხანაში ვბრუნდებით. პოლიცია უმოქმედოა. სასწრაფოდაა საჭირო კურორტის მართვის და სახელმწიფო ორგანოების ჩარევა ამ საკითხის დარეგულირებაში.

მე არ ვიცი რა ფორმით, მაგრამ ასე გაგრძელება წარმოუდგენელია. საჭიროა ან სერტიფიცირება, ან კლუბებად ორგანიზება, ან რაღაც გზა უნდა გამოინახოს.

ასე ჯგუფურად გარეთ დგომა და ხალხის გაყრა მუქარით, შუა საუკუნეებია. ერთ თვეში ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება და უკვე მედიაში გასული ასეთი რეპუტაციით ვხვდებით ამდენ ხალხს?

ქვეყანაში ანტი-დასავლური რიტორიკის და ძალადობის წახალისების შედეგებს უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვიმკით. მალე 90-იანებში შევბრუნდებით ისევ.”- წერს ირაკლი ჟვანია.

IMG.GE
გაზიარება