ელენე ხოშტარიას იქ არ გააჟრიალა, მილიონობით რუბლი რომ ჩაურიცხეს – ირაკლი კობახიძე

325
წაკითხვა/ნახვა

„მინდა გავიხსენო ცნობილი „ტროიკა“ – ხოშტარია, ვაშაძე, ჯაფარიძე. აქედან ერთ-ერთი პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას და ეს არაფერია. საერთოდ არაფერი. მერე რა? მილიონობით რუბლს იღებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და თან გეუბნება, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებს და იქ არ გააჟრიალა, მილიონობით რუბლი რომ ჩაურიცხეს. ეს ხომ ორმაგი სტანდარტიც არ არის, ამაზე მეტია.”- განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 18 იანვარს, გადაცემა “იმედი ლაივში” სტუმრობისას.

“ვაშაძე, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას, არშემოშვებას და ა.შ., რუსეთის მოქალაქეზე, რუსზე აქირავებს საკუთარ ბინას.

და ზურა ჯაფარიძე, რომლისთვისაც სიფრთხილე არასწორი რამეა და ერთ ადგილს რომ მიუშვერ რუს სამხედროებს, ეს ყოფილ კარგი საქციელი. ეს არის ორმაგი სტანდარტი და უფრო მძიმე რამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

IMG.GE
გაზიარება