გაუგებარია, რატომ არის შეუძლებელი უკრაინას გადმოსცეთ, სამედიცინო აფთიაქები, ასევე თავის დამცავი საშუალებები – ანდრეი კასიანოვი

203
წაკითხვა/ნახვა

გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი უკრაინას გადმოსცეთ სამედიცინო აფთიაქები, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, საველე ჰოსპიტლები – იქნებოდა სასარგებლო „დიდგორი“? – რა თქმა უნდა, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განახაცხადა.

„მივმართეთ თხოვნით და ჩემთვის გაუგებარია, რატომ არის შეუძლებელი უკრაინას გადმოსცეთ, სამედიცინო აფთიაქები, გადმოსცეთ ასევე თავის დამცავი საშუალებები, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, ასევე საველე ჰოსპიტლები, რომელიც ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არის ისეთი პრაქტიკული საგნები, რომლებიც შედის ჰუმანიტარული მხარდაჭერის კატეგორიაში.

მე მეკითხებოდნენ ქართველი კორესპონდენტები: ბატონო ანდრეი, იქნებოდა სასარგებლო „დიდგორი“?“, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული მიზნით რომ გამოიყენებოდეს ჩვენი დაჭრილების გადასარჩენად, რა თქმა უნდა, დაგვეხმარებოდა“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

IMG.GE
გაზიარება