ეს ვეღარ გადაგორდება. ჯერ რწევაა და რყევაც მოჰყვება – ნატო ჩხეიძე

350
წაკითხვა/ნახვა

პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ფეისბუქში წერს:

“სერიიდან: ის რაც ხდება (ხდებოდა და მოხდება)

სააკაშვილის ხელისუფლებას გირგვლიანის საქმე ეკიდა დამოკლეს მახვილად და მერე მოძალადეების სასჯელის შემსუბუქებ/შეწყალება.

ამით დაიწყო წინა ხელისუფლების მმართველობის რეალური რყევა და ამით გრძელდება აქამომდე. ამისთვის აგებინებენ პასუხს იმ დროის პრეზიდენტს.
მიზეზი ეს გახდა. საბაბიც ეს იყო.

ივანიშვილის ხელისუფლებას ლაშქარავას საქმე დაეკიდება დამოკლეს მახვილად და მოძალადეების სასჯელის შემსუბუქებ/შეწყალება. ეს შეწყალებაც იქნება, ისე სარკისებურად არის ყველა დეტალ/ნიუანსი გადმოგორებულ/არეკლილი.

ამით დაიწყება “ქართული ოცნების” ხელისუფლების მმართველობის რეალური რყევა.
მიზეზი ეს იქნება. საბაბადაც ეს გამოდგება.

თუმც, მაჩალიკაშვილის საქმითაც შეიძლებოდა დაწყებულიყო, იმ საქმით, სადაც შესამსუბუქებელ/შესაწყალებელიც ვერვინ გამოაჩინე

და ის საქმე თითქოსდა გადააგორეს. ვახა მაჩალიკაშვილის გულზე გადასერეს და მაინც თითქოს გადააგორეს. ის გადააგორეს. ეს ვეღარ გადაგორდება. ჯერ რწევაა და რყევაც მოჰყვება.

რყევა კი იმის რყევაა, რომ მას ვეღარც ურჩთა მიმართ მარყუჟის შემოჭერა გადაარჩენს და ვერც ზოგად მკაცრ/ავტოკრატული თუ სასტიკ/დიქტატორული საქმენი “საგმირონი”. ნწ, ვეღარ გადაარჩენს.”– წერს ნატო ჩხეიძე.

IMG.GE
გაზიარება