ნინო ბურჯანაძის შეფასებით, თუ “ნაციონალური მოძრაობა” არჩევანს ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ გააკეთებს, ეს იქნება ამ პარტიის პოლიტიკური თვითმკვლელობა.
ამ საკითხზე კომენტარი მან “პალიტრანიუსი”-ს გადაცემა “დღის ნიუსრუმში” გააკეთა დღეს, 20 იანვარს.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიდის თუ არა პოლიტიკური დასასრულისკენ ეს არის დამოკიდებული იმაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ რა არჩევანს გააკეთებს და ვის სასარგებლოდ. ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ თუ გააკეთეს არჩევანი, რა თქმა უნდა, აბსოლუტური პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება.
ნიკა მელიას აქვს ერთი დიდი უპირატესობა, ის აბსოლუტურად არ არის დასვრილი და დამძიმებული იმ მძიმე ლაქებისგან და დანაშაულებისგან, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს და ეს იყო განახლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ნინო ლომჯარიამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის “2022 წლის ადამიანის უფლებების დამცველების” გლობალური...