„პირველი დღიდანვე, როდესაც „ემპათიის“ წევრები მოვიდნენ, ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა. შემოვარდა კაბინეტში ეს ქალბატონი [მარიამ ჯიშჯკარიანი} კივილით. მიკიოდა ბოლო ხმაზე, რომ ჩვენ ვართ უვიცები. „თქვენ ვინ ხართ საერთოდ, არაფერი გაგეგებათ, თქვენ არაფერი იცითო”- განაცხადა კლინიკა “ვივამედი”-ს დირექტორმა ნინო ნადირაძემ გადაცემა “იმედი ლაივში” სტუმრობისას.
“ყველაფერზე მეჩხუბა. ბოლოს ვერ მოვითმინე და [ვუთხარი], რომ ეს „ენკავედეს“ ბოლშევიკური ტონი დაეწია და დაეტოვებინა ჩემი კაბინეტი და მიეხედა თავისი საქმისთვის.
ექსპერტიზა კი ბატონო. მეგონა შემოვიდოდნენ, ამას ექნებოდა თანამშრომლობის სახე, რომ ეს იქნებოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ველოდები კონსტრუქციულ საუბარს და არა ასეთ აგრესიულ თავდასხმას. მას შემდეგ თვალით აღარ მინახავს. თუმცა ჩვენი კარი ყოველთვის ღია იყო, მას ნებისმიერ დროს შეეძლო მოსვლა, ნებისმიერ მათ კვლევებზე ყოველთვის მზად ვიყავით“, – აღნიშნა ნადირაძემ.
თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ ყველას და მათ შორის მეც – კამათი ირმა...