შალვა ხაჭაპურიძემ გამომიცხადა, რომ პატიმრის მიმართ არანაირი ემპათია არ გააჩნია – ნინო ნადირაძე (ვიდეო)

2418
წაკითხვა/ნახვა

კლინიკა “ვივამედი”-ს გენერალური დირექტორის თქმით, როდესაც შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გახდა, კლინიკაში საუბრისას მას უთხრა, რომ არანაირი თანაგრძნობა არ გააჩნია სააკაშვილის მიმართ და ეს საქმე მხოლოდ მისი კარიერისთვის იყო სერიოზული ნაბიჯი.

“მან გამომიცხადა, რომ პატიმრის მიმართ არანაირი ემპათია (თანაგრძნობა) არ გააჩნია. მითხრა, რომ უბრალოდ, ეს არის ჩემი კარიერისთვის ძალიან სერიოზული ნაბიჯი, ამიტომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს საქმე გავაკეთო ისე, როგორც საჭიროაო.

ილაპარაკა სააკაშვილის ანტისანიტარიაზე, რა სუნი დგას პალატაშიო. მერე უცებ გადის კიბეებზე და ყვება, რომ პაციენტს აქვს გვამური ლაქები და ის ყარს იმიტომ, რომ ცუდად არის. და ასეთი ბრძოლა წესების გარეშე მიმდინარებს ჩემ ირგვლივ და საკმაოდ თავშეკავებული ვარ, მაგრამ როდესაც მუდმივად გაწვებიან, შენც გინდა, რომ შენი თავი დაიცვა”– განაცხადა ნინო ნადირაძემ ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეზე საუბრისას 22 იანვარს, გადაცემა “იმედი ლაივში”.

IMG.GE
გაზიარება