ვიღაც “ოცნებისტი” გოგოს უზრდელობა მამის ტოლა კაცთან არის გულისამრევი – ალეკო ელისაშვილი

6880
წაკითხვა/ნახვა

ვიღაც “ოცნებისტი” გოგოს უზრდელობა მამის ტოლა კაცთან არის გულისამრევი – ასე ეხმიანება პარტია “მოქალაქეები”-ს თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი “POSTV”-ის ჟურნალისტ ნათია ბერიძეს, რომელმაც ქუჩაში შეხვედრისას, ლევან ბერძენიშვილს არაკაცი უწოდა და ვიდეო გადაუღო.

“ლევან ბერძენიშვილს ერეკლე მეორესთან დაკავშირებით კატეგორიულად არ ვეთანხმები. უფრო მეტიც მისი დასკვნები ერეკლეს პრორუსულობაზე არის ძალიან არასერიოზული, მცდარი და უგუნურიც კი. არაერთ ეთერში მითქვამს მზად ვარ ვედებატო ამ თემაზე თქო, მაგრამ არც ერთ არხს ეს დებატები არ დაუგეგმავს.

თუმცა, ამის მიუხედავად ვიღაც ოცნებისტი გოგოს უზრდელობა მამის ტოლა კაცთან არის გულისამრევი. ნაციონალების დროს საზიზღარი ტელევიზია რომ იყო სახელი არც მახსოვს, ის კადრულობდა ასეთ ალისტრახოობას და ეგაა ზუსტად. გილოცავთ ოცნებას თქვენ თქვენი დედალი ალისტრახო გყავთ! დარწმუნებული ვარ მაგ დედალ ალისტრახოს ერეკლე მეორეზე ნახევარი გვერდი არც აქვს წაკითხული, მაგრამ უზრდელობაში აშკარად ჩემპიონია. ლევან ბერძენიშვილს არც არაფერი დაკლებია ამით, იმ უზრდელმა გოგომ გვაჩვენა თავისი ნამდვილი სახე და ოცნებამ კიდევ დეგრადაციის ღრმა ტენდენცია”- წერს ელისაშვილი.

იხილეთ ვიდეო:

IMG.GE
გაზიარება