გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ 24 თებერვალი არის პოლიტიკური განაჩენის გამოტანის დღე, რაზეც ისინი იღებენ პასუხისმგებლობას

183
წაკითხვა/ნახვა

გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ 24 თებერვალი არის პოლიტიკური განაჩენის გამოტანის დღე.

ამის შესახებ მან 23 იანვარს, ტვ “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა, როდესაც საუბრობდა ე.წ ახალი ეროვნული მოძრაობის” შექმნის შესახებ, რაზეც ამავე დღეს აკია ბარბაქაძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ჩვენთვის, 24 თებერვალი არის ერთიანობის დღე, იმ პოლიტიკური განაჩენის გამოტანის დღე, რომლის აღსრულებაზეც ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას. 24 თებერვალი არის ათვლის წერტილი, ვისაც უნდა ბრძოლა და სურს ძალიან მალე მივიღოთ სახალხო მთავრობა, ევროპული, რომელიც საქართველოს შეიყვანს ევროპაში და აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას, ყველა უნდა დავდგეთ ერთად” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

IMG.GE
გაზიარება