პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის გამოხმაურება ლევან ბერძენიშვილის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებს.
“ქუჩაში კამერებით ჩასაფრება, ადამიანთან მივარდნა და შემდეგ მისი დამცირება, შეუფერებელი და მდაბიო საქციელია. ისევე, როგორც გმირი მეფის მოღალატედ გამოცხადება.
ადამიანები ხშირად საშინლებებს ჩადიან, ბოროტი განზრახვით მიედ-მოედებიან, სხვებს გულს ტკენენ, უპრინციპობას იჩენენ, მაგრამ მათ ამაზრზენ საქციელს ამაზრზენი საქციელითვე ვერ დათრგუნავ.
საკმარისია! ტუალეტის კარებზე ჩამოკიდეს მისი სურათი, შხამიც კი არ მიყიდეს მაღაზიაში, ლექცია არ ჩაატარებინეს, წლებია გაბმით აგინებენ … ერეკლეზე ხმას ვეღარ იღებს! საკმარისია! ნუ წავახალისებთ უკულტურობასა და უზრდელობას!”– წერს ლევან ლორთქიფანიძე.
ნინო ლომჯარიამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის “2022 წლის ადამიანის უფლებების დამცველების” გლობალური...