ვანო მთელ რიგ პრობლემებს გვიქმნიდა ცხოვრებაში – ნანუკა ჟორჟოლიანი

1436
წაკითხვა/ნახვა

ნანუკა ჟორჟოლიანი ვანო მერაბიშვილზე უკვე ღიად ალაპარაკდა და ამბობს, რომ მის მიმართ ყოველთვის  უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა, რადგან ის მთელ რიგ პრობლემებს უქმნიდა. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსი”-ს გადაცემა “პოლიტქალაქში”, მერაბ მეტრეველთან სტუმრობისას განაცხადა.

ჟორჟოლიანი არ აკონკტრეტებს, თუ რა პრობლემებს უქმნიდა ვანო მერაბიშვილი მას ან მის თანამოაზრეებს, თუმცა მის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას არ მალავს.

“არ გეგონოთ რომ ახლა ვარ ამ განწყობებით ვანოზე, ყოველთვის ამ განწყობით ვიყავი მასზე, ჩვენ მთელ რიგ პრობლემებს გვიქმნიდა ცხოვრებაში”– განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

 

IMG.GE
გაზიარება