თბილისის მერი კახა კალაძე, მისი მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალებას ეხმიანება:
“ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა… შეუძლებელია გადმოვცე ის მდგომარეობა, თუ როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო… დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში, დავკარგეთ კაცი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, ყველას ბოლომდე გვერდში ედგა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული.”– წერს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე ილია ელოშვილი დღეს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ილია ელოშვილი 47 წლის იყო და დარჩა ორი შვილი.
Multimedia.ge უსამძიმრებს ილია ელოშვილის ოჯახს.
გააკეთეთ კომენტარი
ნიკა გვარამია ოპოზიციას ციხიდან აძლევს რჩევას