იულია ტიმოშენკო ზუსტად ასევე უსამართლოდ იყო დაპატიმრებული და ტყვეობიდან მაიდანმა დაიხსნა – მიხეილ სააკაშვილი

1768
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

იულია ზუსტად ასევე უსამართლოდ იყო დაპატიმრებული უკრაინაში იანუკოვიჩის მიერ და ტყვეობიდან მაიდანმა დაიხსნა”- წერია პოსტში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე, მისი სახელით გამოქვეყნდა.

ამ წერილში სააკაშვილი ასევე ეხმიანება 31 მაისს, ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას, სადაც მისი სახელობის სკამი, სიმბოლურად დადგეს.

“ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სოციალურ ქსელებში სათანადოდ ვერ ვაქტიურობ, მაგრამ გადავწყვიტე, ამ თემას გამოვეხმაურო.

გუშინ, ევროპის ყველაზე გავლენიანი სახალხო პარტიის ყრილობა ვნახე, რომელსაც როტერდამში ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტტე მასპინძლობდა და რომელსაც ესწრებოდა ევროპის მრავალი სახელმწიფოს ლიდერი.

პარტიის თავმჯდომარემ, ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა პოლიტიკოსმა, დონალდ ტუსკმა თავისი სიტყვის დასასრულს ჩემი მიმართვა წაიკითხა. ჩემი სკამი სიმბოლურად პირველ რიგში დადგეს იულია ტიმოშენკოს სკამის გვერდით. იულია ზუსტად ასევე უსამართლოდ იყო დაპატიმრებული უკრაინაში იანუკოვიჩის მიერ და ტყვეობიდან მაიდანმა დაიხსნა.

ის, რაც გუშინ მოხდა როტერდამში ჩემთან მიმართებით, უპრეცედენტო შემთხვევა იყო ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსებისთვის (და მე ვარ ქართველი პოლიტიკოსი და უკრაინის მოქმედი თანამდებობის პირი ერთდროულად).
ძალიან მადლობელი ვარ ევროპის მხრიდან ასეთი აღიარებისა და სოლიდარობისთვის.

ჩემი პოზიცია დღესავით ნათელია – მიუხედავად იმ დიდი უბედურებისა, რაც საქართველოს დაატყდა თავს ოლიგარქიული რეჟიმის სახით, მიუხედავად ჩვენი უკანონო და უსამართლო ტყვეობისა, საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროკავშირისკენ სვლა. სრულიად უადგილოა თურქეთის მრავალწლიან კანდიდატობასთან შედარება. ყველა პატარა ქვეყანა, რომელიც კანდიდატი ხდებოდა, საკმაოდ მალე გახდა ევროკავშირის წევრი. ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი!”- წერია მიხეილ სააკაშვილის სახელით გავრცელებულ პოსტში.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE