მე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ ყველა ნამუსახდილები ვართ. ჩვენ ტანკით გადაგვიარეს. არ შეიძლება ასე. ამიტომ მიშას ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, ნიკას მალე გამოსვლას,” – განაცხადა მომღერალმა და “ნაციონალური მოძრაობის” სიით დეპუტატმა ბუბა კიკაბიძემ დღეს, კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილთან სტუმრობის შემდეგ.
“ძალიან სერიოზულად არის ავად. პრემიერს მინდა ვუთხრა, ჩვენს ე.წ. პარლამენტს, რომ ძალიან ცუდ ამბავში ყოფენ თავს, მიშას ავადმყოფობასთან და ნიკას დაჭერასთან დაკავშირებითაც. ივანიშვილს ვეტყოდი, რომ მას ახლა თავის პრობლემები ეწყება ძალიან სერიოზული, სჯობს თავის საქმეს მიხედოს და თავზე არ დაიმხოს ეს ცუდი ამბავი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მიშასთან დაკავშირებით. ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. ამიტომ, მე მგონი თუ კიდევ რაიმე აქვს ადამიანობის გაუშვებენ,” – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.
ნიკა გვარამია ოპოზიციას ციხიდან აძლევს რჩევას