პრეზიდენტმა თქვა, თუ რატომ არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს

2995
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს პრეზიდენტმა განმარტა, თუ რატომ არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა “პალიტრანიუსი”-ს გადაცემა “თავისუფალი სტუდიისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, საზოგადოების ნაწილის განწყობები მიხეილ სააკაშვილის მძაფრად არის გამოხატული და მისი გათავისუფლება კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს პოლარიზაციას და ადამიანებს შორის დაპირისპირებას, რისი მონაწილეც არ სურს, რომ იყოს.

“ფაქტია, თუ იცნობთ ქართულ საზოგადოებას, იცით, რომ ეს იქნება უაღრესად დაპირისპირების ერთ-ერთი საკითხი. მანამდე, 2-ჯერ შევიწყალე ადამიანები {გიორგი რურუა, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი} სწორედ იმ მიზნით, რომ ეს რაღაცნაირად ჩააქრობდა პოლარიზაციას, რაზეც შედეგი არ იქნა მიღწეული

აქ უფრო მძაფრად არის გამოხატული ადამიანების პოზიციები, გამომდინარე იმ ძალიან მძიმე წლებიდა, რაც საზოგადოებას ახსოვს იმ პერიოდიდან და ამიტომ აქ არ შეიძლება, რომ მე ვიყო მონაწილე იმის, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააღრმავოს პოლარიზაცია ქვეყანაში.”– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE