ჩემი გზავნილი ასეთია, ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება. ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას – პრემიერი

286
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება, ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, უნდა გავიგოთ, რომ სტატუსის მინიჭება ან არმინიჭება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს გახლავთ სტრატეგიული და ასევე მორალური თემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ძალიან სასიამოვნოა, რომ მოგიყვეთ ისტორია, საქართველოს მიღწევებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. პირველ რიგში, მინდა, მოკლედ მოგახსენოთ საქართველოს გამოცდილებაზე, საქართველოს ისტორიაზე. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ ძალზე ამბიციური რეფორმები, 2012 წლიდან ყველა მიმართულებით, სასამართლო, მასმედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობის სფეროში, დემოკრატიის კონსოლიდაციის სფეროში. 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ეს არის ძირითადი გეგმა ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს ევროპეიზაციისთვის, მოდერნიზაციისთვის. იმ დროიდან ჩვენ მივაღწიეთ ხელშესახებ შედეგებს.

რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და ბოლოს, ოფიციალურად შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ეს გახლავთ ისტორიული გადაწყვეტილება. როდესაც ვსაუბრობ ინტეგრაციაზე და იმ გზაზე, რომელსაც გავდივართ ჩვენს ხალხთან ერთად, ეს გახლავთ ჩვენი ადამიანების გადაწყვეტილება, საქართველოს მოსახლეობას სჯერა, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი, რომ საქართველო ეკუთვნის ევროპას. ჩვენ ველოდებით ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას კანდიდატობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერს ვაკეთებთ. მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგებს, ასოცირების ხელშეკრულების 45 პროცენტი უკვე შესრულდა, ყოვლისმომცველი და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც ასევე სრულდება. საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ახლა გადამწყვეტი დრო არის, როცა ვხედავთ რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიან აგრესიას უკრაინაში. ეს არის ისტორიული მომენტი. ახლა უკვე ევროკავშირის გადასაწყვეტია, რამდენად დადგება ევროპა მოკავშირეების გვერდით თანამოაზრე ქვეყნებთან. ეს გახლავთ ძალიან სერიოზული და გამოწვევებით სავსე დრო. საქართველოში იყო ომი გაცილებით უფრო ადრე, 2008 წელს.

ჩვენ გადავიხადეთ ძალიან მაღალი ფასი. საქართველოს მოსახლეობამ გადაიხადა ფასი. 90-იანებში ორი ომი გვქონდა რუსეთთან მას შემდეგ, რაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. შესაბამისად, ეს არის ჩვენი შემართულობის საკითხი, ჩვენი არჩევნისა და ცივილიზაციური საკითხი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჩვენ ვსაუბრობთ ევროპელ მეგობრებთან, პირადად ვესაუბრები ჩემ კოლეგებს. მრავალი შეხვედრა, სატელეფონო ზარი მქონდა. ორი კვირის წინ ვიყავი ბრიუსელში, შევხვდი ხელმძღვანელობის ყველა წარმომადგენელს. ჩემი გზავნილი ასეთია, ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება. ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ უნდა გავიგოთ, ეს გახლავთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, მინიჭება სტატუსის ან არმინიჭება.

ეს გახლავთ სტრატეგიული და ასევე მორალური თემა. სიმბოლურია, როგორ გზავნილს ვაძლევთ და ვუგზავნით რუსეთს. მე ვილაპარაკებ ჩემს ქვეყანაზე. საქართველო ლოიალურია ევროპული სტანდარტების, ფუნდამენტალური ღირებულებების და ჩვენ გადავიხადეთ ძალიან მაღალი ფასი. ჩვენ პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE