უფრო უარესის ღირსები ვართთქო და მგონი, მართალი ვარ – ინგა გრიგოლია

1368
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ინგა გრიგოლია, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანზე წერს:

“ცოტა ხანში სპექტაკლსაც თვითონ დადგამს, სცენარსაც თვითონ დაწერს, ნახატსაც თავად დახატავს, ლექსსაც თავად დაწერს, სიმღერასაც…კინოსაც თვითონ გადაიღებს ზეზვა და მზიასაც მის აღმოჩენად გაასაღებს.

მუზეუმშიც მარტო თავად ივლის. გელათიც მე ავაგე და სვეტიცხოველიცო, იტყვის… საერთოდ, ქართული კულტურა ჩემით იწყება და ჩემით დამთავრდებაო, გამოაცხადებს…. ჩვენ დავსხდეთ და ფეისბუქზე ვივიშვიშოთ, მეტი ხომ აღარაფრის თავი აღარ გვაქვს ჩვენ. ამ ბოლო დროს, ხშირად ვიმეორებ ხოლმე, უფრო უარესის ღირსები ვართთქო და მგონი,მართალი ვარ!“- წერს ინგა გრიგოლია.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE