გისამძიმრებთ ყველას, დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ – თეა წულუკიანი

249
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი რეჟისორ თემურ ჩხეიძის გარდაცვალებას ეხმიანება:

“დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ. ბოლო დღეებში, იმედით შევყურებდით განგებას და გვჯეროდა, რომ ეს არ მოხდებოდა.

განუზომელია დანაკლისი, ამის შესახებ ბევრი ითქმება და დაიწერება. ჩემი ვალია, გითხრათ მადლობა, ბატონო თემურ. მეგზურობისთვის, ღიმილისათვის, რჩევისა და დახმარებისათვის!

ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული. ვიზიარებ ქალბატონი ნანისა და დიდი, სახელოვანი ოჯახის ამ დიდ მწუხარებას! გისამძიმრებთ ყველას.”– წერს თეა წულუკიანი.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE