ზელენსკის და მისი ამალის “ჩაცუცქული ბაზარი” ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში ძალიან აღიზიანებთ და მორჩით აქ ხალხის დამუნათებას

649
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“უკრაინა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღების პროცესში, ლოკომოტივი კი არა, მუხრუჭი იქნება საქართველოსთვის და მოლდოვისთვის! აგერ ნახავთ!

ზელენსკის და მისი ამალის “ჩაცუცქული ბაზარი” ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში ძალიან აღიზიანებთ და მორჩით აქ ხალხის დამუნათებას ზელენსკის და არესტოვიჩ-პოდოლიაკების დღის წესრიგით: არავის არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის!

სამივე და სხვა დანარჩენებიც სრულწლოვანები იყვნენ 2008 წელს და მათი თანაგრძნობით ნათქვამი ერთი სიტყვა მაინც გამახსენეთ! თუ ჩვენთან, ბომბების ნაცვლად, კანფეტები ცვიოდა?!

P. S. ზელენსკის დაცინვა გვახსოვს, ნუ შეწუხდებით”– წერს ბონდო მძინარაშვილი.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE